რუსეთთან ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება ევროკავშირის გადაწყვეტილებას – პაველ ჰერჩინსკი
დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, სხვა ელჩებთან ერთად დემარში გადასცა ვიცე-პრემიერს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო.
ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაწესებულ აკრძალვებთან წინააღმდეგობაშია.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე რუსეთის სამოქალაქო ავიაცია დასანქცირდა. კერძოდ, 2022 წლის თებერვალში ევროკავშირმა რუსეთში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს საჰერო სივრცე ჩაუკეტა, რაც ნიშნავს, რომ რუსული ავიაკომპანიები ევროკავშირის ქვეყნების საჰერო სივრცით ვერ სარგებლობენ. ევროკავშირმა რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიებს აეროპორტების გამოყენებაც აუკრძალა. ამასთან, შეზღუდვა გავრცელდა კერძო თვითმფინავებზეც.
“საქართველო-რუსეთის პირდაპირ ფრენებზე ახლახანს ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გვქონდა ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისრტრთან ლევან დავითაშვილთან. საქართველოს ხელისუფლებას გადავეცი ევროკავშირის პოზიცია, რომელიც შეთანხმებული იყო 27 წევრებთან და თან მახლდნენ ევროკავშირის ელჩები. გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე რომ ისინი დაეთანხმნენ რუსეთთან პირდაპირ ფრენებს. გადავეცით ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე ქვეყნის ერთობლივ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ არანაირი პირდაპირი ფრენა რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით. ასევე არ მისცეს რუსეთს საჰაერო სივრცის გამოყენების საშულება. ასევე გამოვხატეთ შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს პოზიციას, რომ რუსეთის იზოლაცია და ზეწოლა მოხდეს იმისთვის, რომ მან შეიცვალოს საკუთაერი ქმედება, როცა საქმე ეხება აგრესიულ და ბრუტალურ ომს, რასაც ის უკრაინაში აგრძელებს”,-აცხადებს ევროკავშირის ელჩი.