ახალი ამბები

თელავში, OFF-ROAD -ის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, 4WD Off-Road Club-ის და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტმა OFF-ROAD -ის მსოფლიო ჩემპიონატის RAINFOREST CHALLENGE – 2023 -ის წინა საფინალო ეტაპს – RFC CAUCASUS 2023 უმასპინძლა.

შეჯიბრი იყალთოს მიმდებარედ, ავტო-მოტოდრომზე გაიმართა. ორდღიანი შეჯიბრის გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდნენ. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის რჩეული კი #320 ეკიპაჟი გახდა, გურამ ბაზერაშვილისა და ლევან დედაბრიშვილის შემადგენლობით, მათ მერმა ფულადი პრიზი გადასცა.

გამარჯვებულები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა, 4WD OFF-ROAD CLUB -ის და საქართველოს off-road -ის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ჩოქურმა, თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის პრეზიდენტმა, ოთო მდივნიშვილმა, სპორტის და ახალგაზრდობის განყოფილების წარმომადგენლებმა, შოთა ჩეკურიშვილმა და არჩილ თათელიშვულმა დააჯილდოვეს. გამარჯვებულ ეკიპაჟებს სპონსორი კომპანიებისგან საწვავის ვაუჩერები და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

RFC CAUCASUS 2023 – ის გამარჯვებულები ფინალურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ყოველი წლის ბოლოს მალაიზიაში იმართება და 10 დღე გრძელდება.