ფრენების აღდგენაზე ქართველების შეშფოთება სამართლიანია – დეგნანი
საქართველოში აშშ-ს ელი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენით საქართველოზე მეტად რუსეთის მოქალაქეები ისარგებლებენ.
ელჩი ასევე ამბობს, რომ ქართველი ხალხის აღშფოთება რუსეთთან ფრენების აღდგენაზე სამართლიანია.
“მესმის ქართველი ხალხის შეშფოთება. საუბარი არ მიმდინარეობს ქართველების სანქცირებაზე და ახლანდელი მონაცემები მეტყველებს, რომ მხოლოდ დაახლოებით 240 ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. მათ უმეტესობას აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ხოლო თუკი რუსეთის დატოვება სურდა, ეს წინა წელს გააკეთეს. რეალურად არის, რომ შესაძლოა რუსეთის მილიონ მოქალაქეს სურდეს საქართველოში ჩამოსვლა.
[ფრენების აღდგენა] დიდწილად, რუსეთის მოქალაქეთა კომფორტისთვის გაკეთდა, რომელთაც საქართველოში ჩამოსვლა სურთ და არა ქართველებისთვის. ვფიქრობ, გასაგებია ხალხის შეშფოთება, გასაგებია, რატომ სურს ხალხს უკეთესად იცოდეს, რა დაუჯდება ეს საქართველოს. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების შეშფოთება სამართლიანია”,-აცხადებს დეგნანი.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში პირველი რუსული ავიარეისი დაეშვა. “აზიმუტი” უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია.