არა რუსულ თვითმფრინავს- თელავში აქცია გაიმართა- ფოტოები
თელავში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ, აქცია ,,არა რუსულ თვითმფრინავს”-გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყება გააპროტესტეს. მათი თქმით, რუსეთი არის საქართველოს მტერი და აღნიშნულ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენა ნიშნავს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას და ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
,,რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს, პირველი ფრენა საქართველოში დღეს შეასრულა. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, არ შევეგუოთ ხელისუფლების მორიგ ღალატს და დავიცვათ საკუთარი ღირსება, სუვერენიტეტი. უნდა ვიცოდეთ, რომ აზიმუტი არის ავიაკომპანია, რომელსაც: ეკრძალება ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენა; „აზიმუტის“ თვითმფრინავებს აწარმოებს კომპანია (United Aircraft Corporation), რომელიც სანქცირებულია. United Aircraft Corporation სანქციების ქვეშ მოყვა იმიტომ, რომ აწარმოებს ბომბდამშენებს, რომლებსაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის დასაბომბად იყენებს. ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანადამფუძნებელი ვიტალი ვანცევი პუტინის ახლო გარემოცვის წევრია. ხელისუფლების პირობებში, ქართველმა ხალხმა უკვე რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული გაუტეხელი წინააღმდეგობით. კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.