OFF-ROAD -ის მსოფლიო ჩემპიონატის წინა საფინალო შეჯიბრი თელავიდან დაიწყება
26-28 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, 4WD Off-Road Club-ის და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტში სტარტს აიღებს OFF-ROAD -ის მსოფლიო ჩემპიონატის RAINFOREST CHALLENGE – 2023 -ის წინა საფინალო ეტაპი RFC CAUCASUS 2023.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილე ავტომობილების რეგისტრაცია და ტექნიკური კომისია გაიმართება 26 მაისს, თელავის ცენტრალურ მოედანზე.
27 მაისს, იყალთოს მიმდებარედ ავტო-დრომზე სტარტს აიღებს შეჯიბრი, აქტივობა დასრულდება 28 მაისს. კავკასიის უძლიერესი OFF-ROAD ეკიპაჟის ტიტულის მოსაპოვებლად შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს 70 ეკიპაჟი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
შეჯიბრის ფორმატი: RFC – რაც გულისხმობს რამოდენიმე ეტაპად დაყოფილი დაბრკოლებებიანი სპეც მონაკვეთების გავლას, სადაც გაიმარჯვებს საუკეთესო ჯამური დროის მქონე ეკიპაჟი.
შეჯიბრი ჩატარდება ოთხ ჩათვლით კატეგორიაში:
1) სტანდარტი (სამოყვარულო) კლასი
2) მოდიფიცირებული კლასი
3) პრო-მოდიფიცირებული კლასი
4) პროტოტიპები
შეჯიბრის მიმდინარეობას განსჯის საქართველოს OFF-ROAD ფედერაციის გამოცდილ მსაჯთა გუნდი.
RFC CAUCASUS 2023 -ზე გამარჯვებულები მიიღებენ ფინალურ შეჯიბრზე მონაწილეობის ლიცენზიას. ფინალური შეჯიბრი ყოველი წლის ბოლოს მალაიზიაში ტარდება და 10 დღე გრძელდება.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:
https://facebook.com/events/s/rfc-caucasus-2023/921919122406546/