არა რუსულ თვითმფრინავს – სად გადის საქართველოს ევროპული ხაზი
გადაცემათა ციკლი ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ საქართველოს გზაზე ევროკავშირში, რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მიღება და რას შეცვლის ეს მოქალაქეების ცხოვრებაში. ასევე, ვისაუბრებთ აქციის შესახებ, რომელიც ხვალ თელავში გაიმართება სახელწოდებით ,,არა რუსულ თვითმფრინავს”. აქციის მონაწილეები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წინ შეიკრიბებიან და რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებას გააპროტესტებენ.
გადაცემის სტუმრები გახლავთ მოძრაობა ,,დროას” კახეთის რეგიონული კოორდინატორი ნუცა ფეიქრიშვილი, ,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავის ბიუროს ხელმძღვანელი არჩილ მჭედლიშვილი და გიორგი გოცირიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.