ახალი ამბები

საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 35.5%-ი ერთ წელზე მეტი ვადით დარჩენის მსურველია – PMCG

საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 35.5%-ი ერთ წელზე მეტი ვადით დარჩენის მსურველია, – ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ჩამოვიდა. კერძოდ, რუსეთიდან საქართველოში 256 787 ვიზიტი განხორციელდა, რაც 1.1%-ით აჭარბებს პანდემიამდელ მაჩვენებელს. რუსეთს მოსდევს თურქეთი და სომხეთი.

„ქვეყნების მიხედვით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მაღალი იყო რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი და მან შეადგინა 266.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 29%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის 31 მარტისთვის საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 35.5%, უკრაინის მოქალაქეების – 23.7% და ბელარუსის მოქალაქეების – 44% შეფასებულია, როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი, ან საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენის მსურველი. შესაბამისად, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში,“– ნათქვამია PMCG-ს ინფორმაციაში.