არა რუსულ თვითმფრინავს- თელავში აქცია გაიმართება
19 მაისს, 12:00 საათზე, თელავში აქცია ,,არა რუსულ თვითმფრინავს”-გაიმართება.
აქციის მონაწილეები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წინ შეიკრიბებიან და რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებას გააპროტესტებენ.
,,რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს, პირველ ფრენას საქართველოში 19 მაისს შეასრულებს. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, არ შევეგუოთ ხელისუფლების მორიგ ღალატს და დავიცვათ საკუთარი ღირსება, სუვერენიტეტი. 19-ში, 12:00 საათზე, ვიკრიბებით თელავის მუნიციპალიტეტისმერიის წინ, რათა გავაპროტესტოთ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რომელიც თბილისის აეროპორტში 13:50-ზე დაჯდება. უნდა ვიცოდეთ, რომ აზიმუტი არის ავიაკომპანია, რომელსაც: ეკრძალება ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენა;
„აზიმუტის“ თვითმფრინავებს აწარმოებს კომპანია (United Aircraft Corporation), რომელიც სანქცირებულია. United Aircraft Corporation სანქციების ქვეშ მოყვა იმიტომ, რომ აწარმოებს ბომბდამშენებს, რომლებსაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის დასაბომბად იყენებს. ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანადამფუძნებელი ვიტალი ვანცევი პუტინის ახლო გარემოცვის წევრია. ხელისუფლების პირობებში, ქართველმა ხალხმა უკვე რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული გაუტეხელი წინააღმდეგობით. კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის”,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.