მეგობრები ლაგოდეხიდან, რომლებიც ვარჯიშისთვის 15 კილომეტრს გადიან
სოციალურ ქსელში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეგობრების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ამბავი ეხებათ მეგობრებს, რომლებიც კვირაში სამი დღე ვარჯიშის გამო, ფეხით კილომეტრებს გადიან.
“დღეს, შევხვდი ამ უმაგრეს ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდებიან. ჩემთვის სამაგალითოები არიან. მიმახვედრეს, რომ როცა რაღაც გინდა არ არსებობს დაბრკოლება, მთავარი ძლიერი სურვილი და ანთებული გულია. დიდი მადლობელი ვარ მათი, მათთან შეხვედრის, და როგორცე შესაძლებლობა მომეცა, პირადად მათაც ვუთხარი.
საღამოს ლაგოდეხიდან თელავში, რომ ვბრუნდებოდით, ავტოსტოპზე დავინახე ეს ბავშვები, გვიანი იყო გავუჩერე და ვკითხე საით მიდიოდნენ. მითხრეს, რომ ლაგოდეხის ერთ-ერთი სოფელში მიდიოდნენ სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მართალია არ ვიცოდი, მაგრამ ვუთხარი წამოსულიყვნენ და გზას გუგლს ვკითხავდი.
გზაში საუბარი დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ ეს 13-14 ბიჭები, უკვე რამოდენიმე თვეა, რაც სპორტდარბაზში დადიან. შემდგომ, რომ ვნახე ეს სოფელი 15 კმ-ითაა დაშორებული ლაგოდეხიდან.
კვირაში 3 დღე, სპორტდარბაზში 2-2,50 სთ-იანი ვარჯიშის შემდეგ, სახლში ბრუნდებიან ავტოსტოპით. მძღოლებს ახლომდებარე სოფელს ეუბნებიან, რომ როგორმე სახლამდე მანძილი შეიმცირონ და შემდგომ, ფეხით აგრძელებენ სიარულს ნახევარ საათზე მეტი. თავიდან, მეც არ მითხრეს სად ცხოვრობდნენ, რომ ჩავეკითხე- შორს არის ჩვენი სოფელი და ფეხით ავალთო.
ჩემთვის, ნადვილად სამაგალითო ახალგაზრდები არიან და ვისურვებ ჩემი თამადობით, ბევრს ზრდასრულ ადამიანს ესწავლოს მათგან. “ – წერს ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთის წარმომადგენელი ლიკა ყარაულაშვილი.