სასამართლო რეფორმები და ევროპული ინტეგრაცია
გადაცემათა ციკლი ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს ქართული მართლმსაჯულება. პოლიტოლოგებისა, დარგის ექსპერტები და საზოგადოების დიდი ნაწილი საუბრობენ იმაზე რომ საქართველოსთვის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა სასამართლო რეფორმები და ევროპული ინტეგრაციაა.
დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდამჭერი პროგრამის კოორდინატორი ნანუკა ყრუაშვილი და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი გურამ იმნაძე.