ახალი ამბები

დაისი ლაგოდეხის ნაკრძალში-ფოტო

დაისი ლაგოდეხის ნაკრძალში.

ფოტოს და ემოციებს აზიარებს თემო პოპიაშვილი, ბიომრავალფეროვნების მკვლევარი და ფოტოგრაფი:

,,უკვე რამდენიმე თვეა, მთაში უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე სახლში. ბიომრავალფეროვნების კვლევა რთული საქმეა და კამერის ტარების ფუფუნება ხშირად არ მაქვს. მაგრამ ზოგჯერ, ისე დაიხატება ხოლმე ბუნება, რომ სმარტფონის ერთი მომარჯვებითაც კი შეიძლება ლამაზი ფოტოს გადაღება. თანაც ისეთი ფოტოსი, საიდანაც არა მხოლოდ გარემოს ვიზუალური აღქმა, არამედ იქაური ჰაერის სიგრილის შეგრძნებაც არის შესაძლებელი.”