დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გელა სამუკაშვილი იქნება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა თანამშრომლებს მერის პირველი მოადგილე წარუდგინა.
გელა სამუკაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მერის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე ის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, მანამდე კი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებდა.