ახალი ამბები

მემარცვლე ფერმერები კახეთში აქციას დღესაც გამართავენ – მოთხოვნა კვლავ მარცვლეულის გაყიდვაა

მემარცვლე ფერმერები კახეთში აქციას დღესაც გამართავენ. საპროტესტო აქცია წნორში, 12:00 საათზე დაიწყება.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ რადიო ,,კახეთის ხმის” ეთერში განაცხადა, გასულ კვირას გამართული პროტესტი შედეგიანი ვერ აღმოჩნდა და ფერმერებს მარცვლეულის გაყიდვის პრობლემა კვლავ აქვთ.

“არავინ გამოგვხმაურებია, მოსავალს ისევ ვერ ვყიდით. სამინისტროში გვითხრეს ვმუშაობთო, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ამ დღეების განმავლობაში ფერმერების ნაწილმა მოსავალი ისევ დაბალ ფასად, 40 თეთრად გაყიდა. ჩვენი მოთხოვნა მარტივია, მინიმალურ ფასში, თვითღირებულებაში მაინც გავყიდოთ მარცვლეული. შეუძლებელია შემოთავაზებულ ფასად გაყიდვა, რომელიც თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია”, – აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

კახეთში ფერმერები ტონობით ხორბლის და ქერის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ