კახეთში ,,მსოფლიო რბენა” გაიმართა -ფოტო
კახეთში გაიმართა ყველაზე მასშტაბური გარბენი სახელწოდებით – Wings for Life World Run.
ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და ფედერაციის – „სპორტი ყველასათვის“ – ორგანიზებით გაიმართა.
,,მსოფლიო რბენას” სპორტის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ცნობილი ქართველი სპორტსმენები და ქართული სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები.
საქართველომ ყველაზე მასშტაბურ გარბენს მეათედ უმასპინძლა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება Wings for Life-ის ფონდში ზურგის ტვინის დაზიანებების განკურნების გზების საძიებლად.
2014 წლიდან „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და შემოსული თანხის ოდენობამ 40 მილიონ ევროს მიაღწია.
წლევანდელ გარბენში მონაწილეობდა 5 000-ზე მეტი ქართველი მორბენალი, 2014 წლიდან დღემდე კი ღონისძიების მონაწილე 38 000-ზე მეტი ქართველი მორბენალი იყო.
რბენაში ქალებს შორის წარმოშობით პოლონელმა დომინიკა სტელმაჩმა გაიმარჯვა. კაცებს შორის ლევან ჩოხელმა. ეტლით მოსარგებლეებს შორის პირველობა ნინო დარბაიძე ეკუთვნის. საქველმოქმედო გარბენი ყოველ წელს აერთიანებს 6 კონტინენტს ერთი მიზნით – გახდეს ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. საქართველოში შეგროვილი თანხა, რაც დაახლოებით 160 ათასი ლარი, ზურგის ტვინის ტრავმების კვლევის ფონდში გადაირიცხება.












