ახალი ამბები

წნორში კულტურის და დასვენების პარკის მშენებლობა დასრულდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში, ევდოშვილის ქუჩაზე, კულტურის და დასვენების პარკის მშენებლობა დასრულდა.
რეკრეაციული ზონის მოვლისთვის საჭირო ინვენტარი მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა და ის პარკში დასაქმებულ პირებს უახლოეს დღეებში გადაეცემათ.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად სარწყავი და ელექტრო სისტემები სატესტო რეჟიმში მუშაობს, რათა დროულად გამოვლინდეს ხარვეზები და სწრაფად მოხდეს მათი აღმოფხვრა.

,,უსაფრთხოების მიზნით, კულტურის და დასვენების პარკის მთელ პერიმეტრზე 27 ერთეული ვიდეოკამერის მონტაჟი დღეს დასრულდა, რომლის მეშვეობით ტერიტორიის სრული კონტროლი 24 საათის განმავლობაში განხორციელდება. მივმართავთ მოსახლეობას გაუფრთხილდნენ პარკს, ნუ დააზიანებენ გარემოს, წინააღმდეგ შემთვევაში მერია განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს”,-აცხადებენ უწყებაში.