3 თვეში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებისას 1 480 ადამიანი დაშავდა
2023 წლის I კვარტალში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1 480 ადამიანი დაშავდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 3 თვეში ავარიებს 93 ადამიანი ემსხვერპლა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაღუპულთა რაოდენობა 6%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის იანვარი-მარტის პერიოდში, ქვეყანაში სულ 1 153 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მათ შორის 48 სიმთვრალით იყო გამოწვეული.
ამასთან, საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში 3 254 ხანძარი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 21 ადამიანი და ტრავმა მიიღო 63-მა მოქალაქემ. ხანძრის შედეგად 135 შენობა-ნაგებობა განადგურდა.
რაც შეეხება ტრეფიკინგის სტატისტიკას, ოფიციალური მონაცემებით, 3 თვეში ტრეფიკინგის მუხლით 3 დანაშაულია ჩადენილი და ჯერჯერობით სამივე საქმე გაუხსნელია.

