გურჯაანში, საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია
საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია.
მონაცემები ცესკოს თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
მისივე ინფორმაციით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო.
გურჯაანი -№ 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა.
ვეჯინსა და ძირკოკში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. კენჭისყრის პროცესმ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ამომრჩეველს პირველად მოუწია ელექტრონული წესით არჩევანის გაკეთება.
ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება, მხოლოდ ერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზურაბ მუხულიშვილი იყრიდა კენჭს.
ძირკოკსა და ვეჯინში გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე 4000- მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.