ახალი ამბები

საქართველომ რუსეთში ექსპორტი 61%-ით გაზარდა

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთში საქონლის ექსპორტი 61%-ით, $177 მილიონამდე გაზარდა. მატება განპირობებულია მთელი რიგი დასახელების პროდუქტების ექსპორტის ზრდით, მათ შორის მომატებულია ღვინის, ფეროშენადნობების, ავტომობილების და მინერალური წყლების ექსპორტი.

ექსპორტზე უფრო მეტად, 79%-ით, $490 მილიონამდე გაზარდა საქართველომ რუსული საქონლის იმპორტი, შედეგად, სავაჭრო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან 667 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მესამე პოზიციას 376 მილიონი დოლარის ბრუნვით ჩინეთი იკავებს.