ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

საქართველოში ძაღლის დაჩიპვა სავალდებულო გახდება

„კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება. ყველა ძაღლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს ან გაამრავლოს ამ ჩიპირების გარეშე“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, ყველა ძაღლი, რომელიც ქუჩაში მოხვდება იდენტიფიცირებადი იქნება და მეპატრონეს, რომელმაც ის გაუშვა, შესაბამისი სანქციები დაეკისრება. გარდა ამისა, მაია ბითაძის თქმით, ფულადი ჯარიმა გაიზრდება ძაღლების გასეირნების წესების დარღვევისთვისაც.