ახალი ამბები

20 აპრილის დღის ბოლოდან, 21 აპრილის ჩათვლით, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, იქროლებს ძლიერი ქარი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 აპრილის დღის ბოლოდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.