ყვარელში 25 წლის ახალგაზრდას ეძებენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეში მცხოვრები, 25 წლის ლევან დოლენჯაშვილი, სახლიდან 8 აპრილს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდამ, ბოლოს სოფლის ახალგაზრდებთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა.
დოლენჯაშვილის ძებნის ოპერაციაში ადგილობრივები, სამაშველო სამსახურები და სასაზღვრო პოლიციაა ჩართული.