კახეთში ,,აწარმოე საქართველოში“-ს რეგიონული ოფისი გაიხსნება
მიმდინარე 2023 წელს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს რეგიონული ოფისები გაიხსნება. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პირველი ოფისი მაისის თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდში გაიხსნება. დაინტერესებულ პირებსა და და ბენეფიციარებს ფილიალში ყველა იმ დაფინანსების მექანიზმის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ ან სხვა ბიზნეს მხარდამჭერი პორტფელებში არსებობს.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის შემდეგ აჭარაში, შემდეგ კი კახეთის რეგიონში ვაპირებთ ფილიალების გახსნას. საბოლოოდ გეგმაში გვავქვს მთელი საქართველო მოვიცვათ.“- აღნიშნავს გაბრიაძე.
როგორც „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორის მოადგილე აცხადებს, მათ მიმწოდებლის ფუნქცია არ ექნებათ. მიმწოდებლები კერძო სექტორში მოღვაწე კვალიფიციური საკონსულტაციო ორგანიზაციები იქნებიან, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას და შემდეგ სააგენტო მათ დააფინანსებს.
ცნობისთვის, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყო.