ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია- უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსი.
2022 წელს, მთელი წლის განმავლობაში ინსპექტირებაზე გამოცხადდა 18 650, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 38.8%. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში განმარტავენ, რომ ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2%. მათივე ინფორმაციით, მაღალი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს.