თელავში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
თელავში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
“1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. დღეს, ვიხსენებთ თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანებულ ქართველ მამულიშვილებს, მათ ღვაწლს და თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია. 9 აპრილის მოვლენებმა საფუძველი დაუდო უდიდეს ისტორიულ მოვლენას, ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება. 9 აპრილის შემოქმედებს სამაგალითო პატივს მიაგებს ისტორია და შთამომავლობა. სწორედ ამისი ნათელი დადასტურებაა, რომ დღეს, 34 წლის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით პატივს მივაგებთ და მადლიერებას გამოვხატავთ 9 აპრილის გმირების მიმართ,”-აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა გიორგი ალადაშვილმა.