ახალი ამბები

თელავში კერამიკის მასტერკლასი გაიმართა- ფოტოები

თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ კერამიკის მასტერკლასი გაიმართა.

მასტერკლასში, რომელიც აღდგომის დღესასწაულს მიეძღვნა მონაწილეობა მიიღეს თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, ბავშვთა დღის ცენტრის, სამხატვრო, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე კერამიკით და ხატვით დაინტერესებულმა მსურველებმა.

ასევე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ანსამბლი ,,პატარა კახი,, და ალავერდის ეპარქიასთან არსებული სკოლის მომღერალთა გუნდი. ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.