ახალი ამბები

კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების ორი ფაქტი დაფიქსირდა – ერთ შემთხვევაში მოზარდზე სექსუალური ძალადობა მამას, მეორე შემთხვევაში კი მამინაცვალს ბრალდება

კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა. ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება 14 წლის გოგონას, რომელზეც ადგილობრივების თქმით, სექსუალურად, სავარაუდოდ, მამამ იძალადა, ფაქტის შესახებ კი სამართალდამცავებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა. დირექტორი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ საეჭვო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ყველა შესაბამის უწყებას აცნობა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 12 წლის მოზარდის გაუპატიურებაში მამინაცვალია ბრალდებული. ორივე ფაქტზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებული არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო.