ახალი ამბები

“უსამშობლო მოღალატეები” – თელავში ახალი პლაკატები კვლავ გამოჩნდა

თელავში, ცენტრალურ უბნებში, კვლავ გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებიც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

“უსამშობლო მოღალატეები”, “ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები” – წერია პლაკატებზე, რომლებზეც გამოსახული არიან სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ასევე ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, პოლიტოლოგი გია ნოდია, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია და სხვა პირები.