ახალი ამბები

თელავში, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში ინფრასტრუქტურა დააზიანეს- ფოტოები

თელავში, ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარკვეული პირების მიერ მიზანმიმართულად არის დაზიანებული მანათობელი ლითონის კონსტრუქციის ბაგირები. უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს პერიმეტრზე არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების შესწავლა.

მერიაში აცხადებენ, რომ ვანდალური ფაქტის ჩამდენი პირის წინააღმდეგ უწყება განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.