ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

მოსწავლეების ჯგუფური ვიზიტი გურჯაანისა და დედოფლისწყაროს იუსტიციის სახლებში

მედია ცენტრი კახეთის ორგანიზებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს იუსტიციის სახლებში მოსწავლეების ჯგუფური ვიზიტი განხორციელდა.

შეხვედრის ფარგლებში, იუსტიციის სახლის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია იუსტიციის სახლის ფუნქციების და მათი მუშაობის პრინციპების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ გურჯაანის და დედოფლიწყაროს პარტნიორი 11 საჯარო სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International – საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. კახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია მედია ცენტრი კახეთი MCK.