ახალი ამბები

სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოფიციალური ვიზიტით თელავს ესტუმრა

სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოფიციალური ვიზიტით თელავს ესტუმრა.

აშოტ სმბატიანს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო – სომხეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობას. მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სფეროს მიმართულებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.