ახალი ამბები

2019 წელთან შედარებით, 2022 წელს ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა შემცირდა

ავტოპარკის ზრდის მიუხედავად, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით ტექინსპექტირებაზე მიმართრთვიანობა შემცირდა.

გასულ წელს პირველად ტექინსპექტირებისთვის ინსპექტირების ცენტრებს 785 039-მა ავტომობილის მძღოლმა მიმართა. 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 788 124 იყო.

ამასთან, 241 172 ავტომობილის შემთხვევაში, განმეორებით ტექინსპექტირება გახდა საჭირო.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის, დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობის შემცირება განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ავტოპარკი გასული ოთხი წლის განმავლობაში 200 000 ერთეულით გაიზარდა. რაც შეეხება 2020 და 2021 წლების მონაცემებს, ტექინსპექტირების ცენტრებს 2020-ში 533 000-მდე, ხოლო 2021 წელს 741 000-მდე მძღოლმა მიმართა.