ახმეტაში, ციხე-ქალაქ კვეტერას მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
ახმეტაში, ციხე-ქალაქ კვეტერას მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა ადგილზე მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში დაიგო ციხე-ქალაქთან მისასვლელი გზა ქვაფენილით 900 გრძ. მეტრზე, გზის დასაწყისში მოეწყო საკემპინგე, ვიზიტორთა ცენტრი, სველი წერტილები, წყალსადენი, განათება, საფეხმავლო ბილიკები და გადასახედი.
კვეტერას ციხე-ქალაქი ჯერ კიდევ VIII საუკუნიდან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში და კახეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მარშრუტი შეიქმნება.
ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერა აქამდეც არაერთ ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს იზიდავდა, მიმდინარე წლიდან კი, განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურა ისტორიული ციხე-ქალაქისთვის კიდევ უფრო მეტი ტურისტის მიღების შესაძლებლობას გააჩენს. პროექტის ჯამური ღირებულება 1,400,000 ლარს შეადგენს.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონში 38 პროექტია დაფინანსებული.