ახალი ამბები

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კალანდაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

კალანდაძის თქმითვე, კახეთის რეგიონში სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„კახეთის რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 ნარკორეალიზატორია დაკავებული. სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული პირების მიმართ გამოძიების ფარგლებში საკონტროლო შესყიდვები ჩატარდა. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა კალანდაძემ.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.