სოფელ ძირკოკში აღმოჩენილ ძველ ნამოსახლარს, არქეოლოგები მოინახულებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, მიწის სამუშაოების დროს აღმოჩენილ ძველ ნამოსახლარს არქეოლოგები მოინახულებენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ აღმოჩენილია ხის ნახშირით გაჯერებული მძლავრი კულტურული ფენები, რიყის ქვით ნაშენი ძველი შენობების ფრაგმენტები, ღვინის ქვევრის უჩვეულოდ ბრტყელი ძირი, რომელსაც ორრიგად ტალღოვანი, ამოკაწრული ორნამენტები გასდევს.
,,ასევე აღმოჩენილია რიყის დიდი ბრტყელი ქვა,რომელზედაც ჯვარი და ასოებია არის ამოკაწრული. გარდა ამისა, აღმოჩენილია ასევე სავარაუდოდ ადამიანის ძვლები. მიწის სამუშაოები რამდენიმე დღით შეჩერებულია, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩამოსვლამდე”,– განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.