საგარეჯოს მერიამ 706 300 ლარის ღირებულების სპეცტექნიკა შეიძინა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 706 300 ლარის ღირებულების სპეცტექნიკა,
ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ტექნიკა ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სამუშაოს განსახორციელებლად ა.ა.იპ. სასმელი წყლის რეგულირებისა და ლაბორატორიის კვლევის სამსახურს გადაეცა.