საფეხბურთო კლუბ ,,თელავს” ვარდან მინასიანი გაწვრთნის
საფეხბურთო კლუბ ,,თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
49 წლის ვარდან მინასიანი წარსულში ,,პიუნიკის” და სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი და შემდეგ უკვე მწვრთნელი გახდა.
“ახალი მწვრთნელის მთავარ მიღწევად სომხეთის ეროვნულ გუნდში ნაჩვენები შედეგები ითვლება, როდესაც ვარდან მინასიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევში დანიას სტუმრად მოუგო 4:0, იტალიასთან სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა, სტუმრად მოუგო ჩეხეთს 2:1, შინ 2:1 დაამარცხა ბულგარეთი და მთლიანობაში, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და სულ ცოტა დააკლდა მუნდიალის შესარჩევ პლეი ოფში გასასვლელად,”– ნათქვმია საფეხბურთო კლუბ ,,თელავის” მიერ გავრცელებულ ოფიცილურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ვარდან მინასიანს ორი თანაშემწე ეყოლება. არტაკ მოვსესიანი პირველი ასისტენტი იქნება, არტურ მკრტიჩიანი კი ფიზ.მომზადების მწვრთნელად იმუშავებს.