ახალი ამბები

ვანთის სასახლის კომპლექსი- დღემდე შემორჩენილი ულამაზესი ისტორიული ძეგლი- ფოტო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის სასახლის კომპლექსი მდებარეობს სოფელ ვანთის სამხრეთით, მდინარე ვანთისხევის მარცხენა ნაპირზე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს სასახლის, კარის ეკლესიის, წყლის რეზერვუარის, აბანოს, მარნის და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. მერიის ინფორმაციით, 2015 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლინდა V- VI საუკუნის მცირე ეკლესიის ნაშთი. ასევე კრამიტის ფრაგმენტი ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით „ქრისტე“, რომელიც სასახლის გადახურვას ეკუთვნოდა. სასახლე ორსართულიანია, აგებულია რიყის ქვით. მისი მშენებლობა წმინდა ილარიონ ქართველის (დონაურთა საგვარეულო) სახელთან არის დაკავშირებული. ძეგლი დათარიღებულია VIII-IX საუკუნეებით.