ახალი ამბები

პანკისელი ქალი, რომელიც მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს, საფრანგეთში დააბრუნეს

პანკისელი ქალი, რომელიც მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვე და რამდენიმე დღე მცირეწლოვან შვილთან ერთად აეროპორტში დააყოვნეს, საფრანგეთში დააბრუნეს. მათ საქართველოში შემოსვლის უფლება არ მიეცათ.

ლეილა ქავთაროვას მეუღლე, ბექა ტოხოსაშვილი აცხადებს, რომ რატომ არ შემოუშვეს ქვეყანაში მისი მცირეწლოვანი შვილი და ცოლი, მათ არ აუხსნეს მიზეზი.

მისივე თქმით, 17 მარტს მას შემდეგ რაც ლეილამ აეროპორტში შეყოვნების ამბავზე ქართველ ჟურნალისტებს სატელეფონო ინტერვიუ მისცა, ქალს მესაზღვრე პოლიციელებმა მობილური ტელეფონიც ჩამოართვეს.

ლეილა ქავთაროვას თქმით, საფრანგეთიდან საქართველოში მეუღლესთან 14 მარტს სურდა ჩამოსვლა, თუმცა მესაზღვრეებმა აეროპორტის დატოვებისა და ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მან 4 დღე აეროპორტის საცხოვრებელი გაატარა. ლეილას რუსეთის და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

ქუთაისის აეროპორტში 23 წლის ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის შეყოვნების ამბავზე 16 მარტს, დუისის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილე ხასო ხანგოშვილის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა საზღვარზე პანკისელებს უმიზეზოდ აყოვნებენ ან უკან აბრუნებენ.