ახალი ამბები

საგარეჯოში, 20 იანვრის ღამეს დაჭრილ ვალერი მათიაშვილს დახმარება ესაჭიროება

საგარეჯოში, 20 იანვრის ღამეს, დაჭრილ ვალერი მათიაშვილს დახმარება ესაჭიროება.
ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, გვერდი  ,,Sagarejo • საგარეჯო”  ავრცელებს. სწორედ ამ გვერდის დახმარებით ხდება ახალგაზრდის დასახმარებლად თანხის შეგროვება.

,,20 იანვრის ღამეს დაჭრილ ვალერი მათიაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება. ვალერის მოსტყდა ფეხი, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. იმ საშინელ ღამეს, ტყვიამ გაბზარა ძვალი და გაიჭედა კუნთში. გაბზარული ძვალი კი ახლა გატყდა და ოპერაციისას დაჭირდა მეტალით დაფიქსირება. ახლა არის ინფექციის დიდი საშიშროება, რადგან ტყვია ისევ რჩება კუნთში.
გვაქვს საკმაოდ რთული მდგომარეობა და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ გახსოვთ, როცა დაზარალებულებისთვის ვაგროვებდით თანხას, მაშინ მან უარი თქვა დახმარების მიღებაზე და სხვებს გადასცა თავისი თანხა. ახლა დროა ჩვენ დავუდგეთ მას გვერდით და დავაყენოთ ფეხზე. გვჭირდება თანხა სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის”,-
წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს, ყოფილმა სამხედრომ საგარეჯოში, მოკლს 5 და დაჭრა 5 პირი, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ახალგაზრდას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

#GE31BG0000000162583213
#GE86TB7984345061100075
მიმღები ნაზი სამუნაშვილი