ახალი ამბები

საქართველოში ვენახების კადასტრში 36 431 მევენახეა რეგისტრირებული

საქართველოში ვენახების კადასტრში 36 431 მევენახეა რეგისტრირებული, მათი ვენახები 45 313 ჰექტარზეა გაშენებული, მიწის ნაკვეთების რაოდენობა კი 127 122-ია.

საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები ღვინის კადასტრში უკვე სრულად დარეგისტრირებულია, დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონები კი მიმდინარე წლის განმავლობაში დარეგისტრირდება.

„ვენახების კადასტრი მოიცავს ინფორმაციას ვენახებით გაშენებული ტერიტორიების შესახებ და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ღვინის ხარისხისა და ადგილწარმოშობის მონიტორინგის კუთხით. ვენახების კადასტრი წარმოადგენს ქართული ღვინის ადგილწარმოშობის მიკვლევადობის ინსტრუმენტს და ღვინის ქარხნებს აძლევს მოსავლის ეფექტიანი მართვის შესაძლებლობას“,-აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ვენახების კადასტრის შექმნა საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტის ანა იზაბელ ლუცის ხელშეწყობით 2014 წელს დაიწყო.