გასულ კვირას, რუსეთის მიმართულებით, ზემო ლარსის საგუშაგო 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა- რუსული მედია
რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში შესული ადამიანების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა.
მათი ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში ზემო ლარსის საგუშაგო 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია, რუსეთის რეგიონის ვიცე-პრემიერზე ირბეკ ტომაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ადამიანების რიცხვი გაიზარდა – 14 000-ზე მეტი ადამიანი” , – განაცხადა ტომაევმა.
მედია წერს, რომ რუსეთის შესასვლელებთან საცობების შესახებ გასულ კვირას საქართველოში საპროტესტო აქციების ფონზე გაჩნდა.