ახალი ამბები

როდემდე შენარჩუნდება მზიანი ამინდი კახეთში

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

შემდგომში გამოიდარებს და 17 მარტამდე, სითბოს ფონზე, მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 15-16 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 მარტისთვის, დღის საათებში, დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.