ახალი ამბები

თელავში, რეაბილიტირებულ სკვერში ატრაქციონები დააზიანეს- ფოტოები

თელავში, რეაბილიტირებულ სკვერში ატრაქციონები დააზიანეს.

ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,ახლად რეაბილიტირებული სკვერი ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე გარკვეული პირების მიერ მიზანმიმართულად არის დაზიანებული, ასევე მწყობრიდან არის გამოსული სათვალთავლო კამერები, რომლებიც განთავსებულია აღნიშნულ პერიმეტრზე. მოგიწოდებთ, გაუფრთხილდით ქალაქს. ნუ დააზიანებთ გარემოს, სივრცეს რომელიც ქალაქის და მუნიციპალიტეტის თითოული მაცხოვრებლისათვის იქმნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვანდალური ფაქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ თელავის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს”,– აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.