ევროპისკენ შებრუნებულ საქართველოს შეუძლია ჩვენი მეგობრობის იმედი ჰქონდეს – ემანუელ მაკრონი
ევროპისკენ შებრუნებულ საქართველოს შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი twitter-ში წერს.
ის ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“ქართველებმა გაგვაგონეს თავიანთი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შებრუნებულ საქართველოს შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”, – წერს მაკრონი.