რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ამასთან, მათ, ვინც საქართველოშია, მოუწოდებენ თბილისსა და ბათუმის ისტორიულ ცენტრებში ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ.
„რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. თუ უკვე ქვეყანაში იმყოფებით, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კონკრეტულად ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს,“ – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.