არა რუსულ კანონს- ახმეტაში აქცია გაიმართება
არა რუსულ კანონს- ახმეტაში აქცია გაიმართება.
აქცია დღეს, 19:00 საათზე ქალაქ ახმეტაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
,,საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი არ გამოხატავს ქართველი ხალხის მიზანს და ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
მიუხედავად იმისა რომ ეგრეთწოდებულმა „ხალხის ძალამ: და ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის გახმობაზე გააკეთეს განაცხადი, მათივე განცხადებიდან რჩება განცდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი პროცესია და უახლოეს მომავალში კვლავ განაახლებენ მუშაობას.
მოვითხოვთ დაინიცირებული კანონი ხელახლა დადგეს კენჭისყრაზე და მის საწინააღმდეგოდ მისცენ ხმა! ასევე მოვითხოვთ ორივე კანონპროექტის გამოწვევას ვენეციის კომისიიდან!
გარდა ამისა, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ყველა დაპატიმრებული აქტივისტის განთავისუფლება!
მიგვაჩნია რომ დედაქალაქის გარდა პროტესტის მშვიდობიან მუხტი უნდა გავრცელდეს რეგიონებშიც, ამისათვის გთხოვთ შევიკრიბოთ 9 მარტს 19:00 საათზე ქალაქ ახმეტაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გელოდებით ყველას, შემოუერთდით ახმეტის ახალგაზრდების მშვიდობიან პროტესტს და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.