პარლამენტთან წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ არიან დაშავებულები
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები.
აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაშავდნენ, როდესაც სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოსთან წყლის ჭავლისა და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყეს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ისინი დაშავებულებს უწევენ დახმარებას.