პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
საქართველოს პარლამენტის შენობასთან, პოლიციასა და აქციიის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ლიდერებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის სამივე შესასვლეთან გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს შესასვლელამდე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
„სიმართლე არის თქვენს მხარეს. არაფერი რთული ასახსნელი არ არის. მთელი ეს რეჟიმი, რუსული სისტემა დგას პოლიციის კორდონზე, ეს პოლიციელები არიან ქართველები, ჩვენიანები არიან. თქვენ უნდა მიხვიდეთ, დაელაპარაკოთ, აუხსენით, „ლაივები“ ჩართეთ”, – განაცხადა “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მიმართვისას.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა, სპეციალური დანიშნულების რაზმის 2 წარმომადგენელს ჩაფხუტი მოხადა, მოხსნა ფარი, ამასთან, წაართვეს ხელკეტი.