ახალი ამბები

USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს

USAID-ის ხელმძღვანელის სამანტა პაუერის განცახდებას ავრცელებს, რომელიც საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტს შეეხება.

„საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები.

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე,” – წერს სამანტა პაუერი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი.