პარლამენტთან “პუბლიკას” დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და “ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს
საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გამოცემა ,,პუბლიკას” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი დააკავეს.
ასევე “ტაბულა” ავრცელებს ინფორმაციას, გამოცემის ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის დაკავების შესახებ.
ჟურნალისტების ინფორმაციით, დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ისინი შსს-სთან შეიკრიბებიან.
ზურა ვარდიაშვილთან ერთად პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ვანო მაღალაშვილი და ნიკა ნარსია დააკავა.
შსს ამ დროისთვის, აქციის მხოლოდ 4 მონაწილის დაკავების შესხებ ადასტურებს ინფორმაციას.